OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Blog

Blog

ინსულტის სპეციალიზებული მიმართულება კავკასიის მედიცინის ცენტრში

09 June 2022
ინსულტის სპეციალიზებული მიმართულება კავკასიის მედიცინის ცენტრში

კავკასიის მედიცინის ცენტრი ერთ-ერთია იმ მცირე ჰოსპიტალთაგან, სადაც თანამედროვე, ამერიკის გულისა და ინსულტის ასოციაციის რეკომენდაციებზე დაფუძნებული ინსულტის ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც მოიაზრებს არამარტო იშემიური ინსულტის მკურნალობას (სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად ტვინის მწვავე დაზიანება), არამედ ყველა იმ დაზიანებას, რომელიც სისხლძარღვოვანი პათოლოგიით ვითარდება თავის ტვინში. იქნება ეს: ჰემორაგიული ინსულტის (ტვინში სისხლჩაქცევა), თავის ტვინის ანევრიზმების გასკდომით გამოწვეული სისხლჩაქცევისა თუ სისხლძარღვოვანი მალფორმაციით (სისხლძარღვების განვითარების მანკი) გამოწვეული თავის ტვინის დაზიანების მართვა.

ინსულტის სპეციალიზირებული მიმართულება, ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილებით, გვთავაზობს იშემიური ინსულტისა და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის სხვა დაავადებების ეფექტურ და  დროულ მკურნალობას 24/7-ზე რეჟიმში. ცენტრში ხორციელდება:

  • იშემიური ინსულტის ინოვაციური მკურნალობა- თრომბექტომია (თრომბის ენდოვასკულური გზით ამოღება) - მნიშვნელოვნად ამცირებს ლეტალობის მაჩვენებელს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს;
  • თრომბოლიზისი - სისხლძარღვებში არსებული თრომბის მედიკამენტოზური დაშლა;
  • ანევრიზმის გამოთიშვა ღია წესით - კლიპირება;
  • ანევრიზმის გამოთიშვა ენდოვასკულური მეთოდით - სპეციალური ქოილებით;
  • არტერიო-ვენური მალფორმაციის ამოკვეთა;
  • არტერიო-ვენური მალფორმაციის ენდოვასკულური დახურვა.

ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პერსონალით, რომელთაც მედიცინის დოქტორი და ამერიკის ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი, ვლადიმერ წიქარიშვილი ხელმძღვანელობს. როგორც მან აღნიშნა,ინსულტის ცენტრის ფუნქციონირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა დაგროვილი გამოცდილება და შედეგებია. კავკასიის მედიცინის ცენტრში 4 წლის განმავლობაში სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მქონე  300-მდე პაციენტს  ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა (ღია და ენდოვასკულური) , ხოლო ბოლო 1 წლის მანძილზე იშემიური ინსულტის მქონე სულ მცირე 30 პაციენტს ჩაუტარდა თრომბოლიზისი ან/და თრომბექტომია.

უმეტესად, ინსულტი სხვადასხვა პათოლოგიითაა გამოწვეული-გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მაგისტრალური არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანება და ა.შ. შესაბამისად, მათი დროული აღმოჩენისა და მკურნალობის მიზნით, ცენტრი გარკვეული ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების ერთ სივრცეში მობილიზებას მოითხოვს. ამრიგად, ინსულტის ცენტრი ერთ სივრცეში აერთიანებს ER-ის ექიმის, რადიოლოგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, ინტენსიური თერაპიის ექიმისა და ნეიროქირურგის მომსახურებას. ზუსტი დიაგნოსტირების მიზნით, ჰოსპიტალში ხორციელდება დიაგნოსტიკური კვლევების ფართო სპექტრი:

  • სისხლძარღვების დუპლექს სკანირება;
  • ექოკარდიოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • თავის ტვინის ანგიოგრაფია;
  • გულის კორონაროგრაფია.

კავკასიის მედიცინის ცენტრის ინსულტის სპეციალიზირებული მიმართულება თანამედროვე  გაიდლაინებისგათვალისწინებით, თავის ტვინის ყველა სისხლძარღვოვანი პათოლოგიის როგორც გადაუდებელ, ისე გეგმიურსა და პრევენციაზე ორიენტირებულ მკურნალობას ახორციელებს და ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს.

Other Blogposts

გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
Explore Now
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 April 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული  ოპერაცია  ჩატარდა
Explore Now
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა
14 March 2023
კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსია შესრულდა.
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
Explore Now
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
10 February 2023
სიელმე, ანუ თვალის მამოძრავებელი კუნთოვანი სისტემის ბალანსის დარღვევა, ძირითადად რეფრაქციულ მანკებთან ( ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი ) კომბინაციაში, მოსახლეობაში ხშირად გავრცელებული პრობლემაა.